English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 4 ∘ დავით ჭელიძელევან ჭელიძე
ინფლაციის რეგულირების სრულყოფის საკითხისათვის

საქართველოს ეკონომიკის წინაშე დღეისათვის არსებულ პრობლემებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას უკანასკნელ პერიოდში განვითარებული ინფლაციური პროცესები იმსახურებს. ინფლაციასთან ბრძოლის გააქტიურება თავისთავად გულისხმობს  ფულად-საკრედიტო სისტემის ფუნქციონირების მარეგულირებელი მექანიზმების, მათ შორის- სამართლებრივი ბაზის, სრულყოფას.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სტატიაში განხილულია საქართველოსეროვნულიბანკის საქმიანობის, განსაკუთრებით ინფლაციის მართვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ისტორიული სახეცვილებები და სადღეისოდ მოქმედი რედაქციები. ამასთან ერთად, შესაბამისი სტატისტიკიური მონაცემების, ფულის რაოდენობრივი თეორიის ფიშერისეული განტოლების საფუძველზე გახორციელებული გაანგარიშებებისა და ინფლაციისთარგეთირების მარეგულირებელი საკანონმდებლო დებულებების კომპლექსურ ანალიზე დაყრდნობით, ნაშრომში წარმოდგენილია ინფლაციის მართვა-რეგულირების მიმართულებები, რითაც საქართველოს პარლამენტის ყოველწლიური დადგენილებებით განსაზღვრული ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის ზღვრულ და არამიზნობრივ პარამეტრად მიჩნევაა შემოთავაზებული;ასევე ინფლაციის  რეგულირების თვალსაზრისით ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმად, ფაქტობრივი ინფლაციის წლიური სიდიდის, იმავე წლისათვის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ ინფლაციის პარამეტრზე გადამეტების მაჩვენებლის შემოღება და პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულზე მნიშვნელოვნად მაღალი ინფლაციის  წლიური ფაქტობრივი მაჩვენებლის არსებობის შემთხვევებში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის განმსაზრვრელი საკანონმდებლო ცვილებების ამოქმედებაა შემოთავაზებული. 

საკვანძო სიტყვები: მიზნობრივი ინფლაცია, ინფლაციის მარეგულირებელი  სამართლებრივი ბაზის სრულყოფა, ეროვნული ბანკის პასუხისმგებლობა.

 

 

შესავალი

 

სამეცნიერო ეკონომიკურ ლიტერატურაში ინფლაცია განიხილება როგორც: -„...მაკროეკონომიკური არასტაბილურობის კიდევ ერთი ასპექტი“ (Campbell R. McConnell, Stanley L. Brue, Sean M. Flynn, 2015), „ინფლაცია პრობლემაა იმიტომ, რომ ის ადამიანებს არ მოსწონთ“ ( მენქიუ გ., 2000). აღნიშნულისა და რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ფასების სტაბილურობის უდიდესი მაკროეკონომიკური მნიშვნელობის გათვალისწინებით, ძნელია გარკვეული, თუნდაც ფსიქოლოგიური წინააღმდეგობის გარეშე გაითავისო  XX საუკუნის 80-იანი წლებიდან მრავალი ქვეყნის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ერთ-ერთ ბერკეტად მიჩნეული, ინფლაციის თარგეთირების, ანუ ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული «მიზნობრივი მაჩვენებლის“ მეშვეობით მართვა-რეგულირების დამკვიდრებული პრაქტიკა. 

სამომხმარებლო ფასების ზრდასთან დაკავშირებული და მისგან გამომდინარე მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუარესების გამომწვევი მოვლენის ინფლაციის მიზნობრივ თუ სასურველ პარამეტრად მიჩნევა, ჩვენი აზრით, ისევე ძნელადაღსაქმელია, როგორც უკანსაკნელ წლებში დამკვიდრებული დასკვნა-ფორმულირება: -„საქართველოში, 2020 წელს ეკონომიკური აქტივობა მნიშვნელოვნად შეიკვეცება. მიმდინარე პროგნოზითრეალური მშპ-ის ზრდასაქართველოში 2020 წელს-5პროცენტიიქნება ...“.(„ფინანსური სტაბილურობის ანგარიში 2020“).

ამ ფორმულირების ცალკეულ დებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობრივი  ხასიათი, ჩვენი აზრით, მტკიცებას არ საჭიროებს, რადგან აბსოლუტურად ცხადია, ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვანი შეკვეცით განპირობებული მშპ-ს მინუს 5%-ით შემცირების პირობებში, რაოდენ აბსურდულია მის ზრდაზე მსჯელობა. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი ფრაზის, ისევე როგორც სამომხმარებლო ფასების ზრდის მაპროვოცირებელი მოვლენის ინფლაციის მიზნობრივ თუ სასურველ მაჩვენებლად მიჩნევა სრულიად არამართებულია.  

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება“ („ინფლაციის თარგეთირება“, 2021), ტერმინებზე მსჯელობის პარალელურად, უაღრესად საყურადღებოდ მიგვაჩნია კვლევის აქცენტების ქვეყანაში გამოკვეთილი ინფლაციის  მაღალი ტემპის გამომწვევი მიზეზების ანალიზსა და ინფლაციის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიმართულებებზე გამახვილება.

 

 

 

ინფლაცია და მისი რეგულირების ისტორიული თავისებურებები საქართველოში

 

როგორც ცნობილია, ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობად მდგრადი ფულად-საკრედიტო სისტემის არსებობა და ინფლაციის დაბალი დონის უზრუნველყოფა სახელდება. აქედან გამომდინარე, სრულიად მართებულად უნდა მივიჩნიოთ საქართველოს დამოუკიებლობის აღდგენის, პრაქტიკულად პირველივე დღეებიდან, კერძოდ, 1991 წლის 2 აგვისტოს, ქვეყნის უზენაესი საბჭოს მიერ «საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის კანონის მიღება და ამ დოკუმენტის პირველი მუხლით, საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითად ამოცანებს შორის-„ეროვნული ფულის ერთეულის სიმტკიცის უზრუნველყოფის, ...“ დაფიქსირება (კანონი „საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ“ 1991).

სსრ კავშირის არსებობის მთელ პერიოდში ქვეყნის ცენტრალური საემისიო ბანკისა და ეროვნული ვალუტის არ არსებობის მიუხედავად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ეროვნული ვალუტის სიმტკიცის უზრუნველყოფის და აქედან გამომდინარე, არასასურველი ინფლაციური პროცესების თავიდან აცილების დატვირთვის მატარებელმა ზემოაღნიშნულმა საკანონმდებლო ნორმამ, მნიშვნელოვნად დეტალიზებული ასახვა პოვა ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელ შემდგომი თაობის საკანონმდებლო აქტებში.

კერძოდ, აღნიშნული კანონის მიღებიდან საკმაოდ მოკლე პერიოდში, 1995 წლის 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიერ «საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“-ს სახელწოდებით მიღებული დოკუმენტისტექსტში, წინამორბედიკანონით ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ძირითად ამოცანად მიჩნეული-„ეროვნული ფულის ერთეულის სიმტკიცის“ უზრუნველყოფის შესახებ არსებულმა ფორმულირებამ, ეკონომიკური არსით სრულიად მართებული, იმგვარად დეტალიზებული სახე შეიძინა, როგორსაც წარმოადგენდა ფრაზა: -”ეროვნული ფულის ერთეულისა და მისი მყიდველობითი უნარის, ფასების სტაბილურობის მიღწევა და შენარჩუნება ...”. («საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი“, საქ. რეს. კან., 1995).

საქმე ისაა, რომ აღნიშნული ფორმულირებით ფასების სტაბილურობის, ქვეყნის ფულად-საკრედიტო სისტემის არაინფლაციური რეჟიმით ფუნქციონირების მოთხოვნასთან გაიგივებამ, სრულიად მართებული ფორმა შესძინა წინამორბედი კანონის ტექსტში-„ეროვნული ფულის ერთეულის სიმტკიცის“ სახით არსებულ მეტად ზოგად ვალდებულებას.

ფულად-საკრედიტო პოლიტიკასა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობის დატვირთვის მატარებელი საკანონმდებლო ნორმები მნიშვნელოვნად სრულყო “საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის” ტექსტში,1996 წლის 28 მაისს შეტანილმა შესწორებებმა. კერძოდ, დოკუმენტის მე-2 და 69-ე მუხლებით გათვალისწინებულმა მოთხოვნებმა, რამაც საქართველოს ეროვნულ ბანკს, ქვეყნის პარლამენტისათვის დასამტკიცებლად „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ სახელწოდების იმ ყოველწლიური სამოქმედო გეგმის წარდგენის ვალდებულება დაუწესა, რომლის ერთ-ერთ ელემენტს ინფლაციის ყოველწლიური დონის დაფიქსირება წარმოადგენდა.

ინფლაციის ყოველწლიური მაჩვენებლის ქვეყნის პარლამენტის დადგენილების ტექსტში ასახვის (დაფიქსირების) ვალდებულებამ ინფლაციის მართვის განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, რაც უდავოდ დადებითი მოვლენა იყო.

ინფლაციის მართვა-რეგულირების პროცესების საკანონმდებლო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, უაღრესად საყურადღებოდ უნდა მივიჩნიოთ, „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში 2008 წლის 14 მარტის შესწორებები. საქმე ისაა, რომ აღნიშნული ცვლილებების შედეგად კანონის ტექსტში ასახვა ჰპოვა ისეთმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა კატეგორიებმა, როგორიცაა: “ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი”, “სამომხმარებლო ფასების ინდექსი” და “საშუალოწლიური ინფლაცია” („ეროვნული ბანკის შესახებ“ საქ. ორგ. კან., 2008).

„ინფლაციის თარგეთირების“ და „ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის“, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მონეტერული პოლიტიკის რეჟიმ(ებ)ად მიჩნევის მიუხედავად, სამომხმარებლო ფასების ზრდის მაპროვოცირებელი, ამდენად ქვეყანაში ცხოვრების დონის გაუარესების გამომწვევი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის არასასურველი მოვლენის-ინფლაციის, მიზნობრივ, ანუ სასურველ პარამეტრად მიჩვევის მართებულება, ჩვენი აზრით, მსჯელობის საგანს უნდა წარმოადგენდეს.

აღნიშნული მოსაზრების ლოგიკურობაზე მეტყველებს, თუნდაც იმავე საკანონმდებლო ცვლილებების, (კანონის მე-4 მუხლის, მე-3 და მე-4 პუნტების) ის უაღრესად მნიშვნელოვანი დებულებები, რომელთა თანახმადაც:

„3. ეს ორგანული კანონი განსაზღვრავსინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს.“;

“4. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პასუხისმგებელია ინფლაციის მაჩვენებელზე“. („ეროვნული ბანკის შესახებ“ საქ. ორგ. კან., 2008).

წარმოდგენილი საკანონმდებლო ნორმებით ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებლის სახით, ხოლო «მის შეუსრულებლობაზე» ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის დაფიქსირება, ჩვენი აზრით, ინფლაციის ყოველწლიური მაჩვენებელის-ზღვრულ (მაქსიმალურად დასაშვებ) და არა მიზნობრივ-სასურველ პარამეტრად მიჩნევის მართებულობას ცხადყოფს.

აღნიშნულის პარალელურად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ იშვიათი გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად შეუძლებელია ქვეყანაში არსებული წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი ზუსტად ემთხვეოდეს „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების“ დოკუმენტით განსაზღვრულ პარამეტრს აბსოლუტურად ცხადია, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის შეუსრულებლობის, კერძოდ წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის ქვეყნის პარლემენტის დადგენილებით განსაზღვრულ სიდიდეზე გადამეტების ან უფრო დაბალი პარამეტრის სახით არსებობის მაღალი ალბათობა და აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტისათვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის პრაქტიკულად ყოველწლიური (ხშირად არაარგუმენტირებული) ვალდებულების დაწესების საშიშროება.

შექმნილი სიტუაციის დაძლევის, ინფლაციის ეკონომიკური არსის ნორმატიულ აქტებში ადეკვატური ასახვისა და იმ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის გათავლისწინებით, რომლის თანახმად-»კანონი განსაზღვრავს ინფლაციის მაქსიმალურ მაჩვენებელს»,სრულიად ლოგიკურად მიგვაჩნია ტერმინის-„ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის“, ტერმინით -„ინფლაციის ზღვრული მაჩვენებელით“ ჩანაცვლება.

ინფლაციისა როგორ განმარტების, ასევე მისი მართვა-რეგულირებისათვის საკანონმდებლო უზრუნველყოფის თვალსაზრისით, უკანგადადგმულ ნაბიჯად უნდა მივიჩნით, “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონის მიღება. საქმე ისაა, რომ აღნიშნული დოკუმენტის როგორც თავდაპირველ, ასევე მრავალრიცხოვანი შესწორების შედეგად, მნიშვნელოვნად სახეცვლილ-სადღეისოდ მოქმედ რეადაქციაში, ინფლაციის მიზნობრივ-სასურველ პარამეტრად მიჩნევის პარალელურად, პრაკტიკულად აღარ ფიქსირდება ინფლაციის მართვის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად უაღრესად მნიშვნელოვანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხების მარეგულირებელი, წინამორბედ საკანონმდებლო აქტებში არსებული ის დებულებები, რომელთა შესახებ ქვემოთ გვექნება მსჯელობა.

ინფლაციის მართვა-რეგულირების პროცესების ქმედითი საკანონმდებლო ბაზით უზრუნველყოფის ნიშნით ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის შესაფასებლად, უაღრესად საყურაღებოა ის გარემოება, რომ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” 2009 წლის 24 სექტემბრის კანონმა, საქართველოს პარლამენტს ქვეყნის ბიუჯეტის შესახებ ყოველწლიურად მისაღები კანონების პარალელურად, ეროვნულ ბანკის მიერ მომზადებული „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ დოკუმენტის, ასევე ყოველწლიურად მიღება დაუწესა.

„ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ დოკუმენტი სამწლიანი პერიოდის მიხედვით შედგენას ექვემდებარება და აქედან გამომდინარე, მასში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი სამი კალენდარული წლის მიხედვით, ყოველწლიური სიდიდის სახით ფიქსირდება. აღნიშნული საკანონმდებლო ნორმის ამოქმედებას (თუ “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” 2009 წლის 24 სექტემბრის კანონის ტექსტით ვიმსჯელებთ), ერთი შეხედვით, არ უნდა გამოეწვია, წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის, ქვეყნის პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ, შესაბამისი წლის ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან ყოველწლიური შედარების დამკვიდრებული პრაქტიკის ცვლილება. თუმცა, განვითარებულმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა აღნიშნული პროცესის მიმდინარეობაში.

საქმე ისაა, რომ წლიური ინფლაციის ფაქტობრივი  მაჩვენებლის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ შესაბამისი წლის ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის სიდიდესთან შედარების დამკვიდრებული პრაკტიკა, ჩანაცვლებული იქნა იმგვარი მიდგომით, რომელის შესახებ წარმოდგენას გვიქმნის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ის განცხადებები, რომელთა თანახმად:

-„2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის რეჟიმი არის ინფლაციის თარგეთირება. აღნიშნული რეჟიმის დროს წინასწარ განისაზღვრება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი, რომელიც უნდა იქნეს შენარჩუნებული საშუალოვადიან პერიოდში.(ინფლაციის თარგეთირება, 2021).

-„საქართველოში მოქმედებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი, რომელიც გულისხმობს ინფლაციის წინასწარ განსაზღვრული მაჩვენებლის მიღწევას საშუალოვადიან პერიოდში.(მიზნობრივი მაჩვენებელი, 2021).

ზემოაღნიშნულ და რიგ სხვა წყაროებში (მათ შორის“საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის სადღეისოდ მოქმედი ტექსტის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტსა და საქართველოს ეროვნული ბანკის წლიურ ანაგარიშებში), დაფიქსირებული ფორმულირებების „სპეციფიკური» და საკმაოდ ბუნდივანი ხასიათი, ჩვენი აზრით, სრულიად ლოგიკურად ბადებს კითხვას იმის თაობაზე, თუ რომელი ან/და რა პერიოდის მაჩვენებლი მიიჩნევა ურთიერთშედარებას დაქვემდებარებულ სიდიდეებად. კერძოდ, ინფლაციასთან დაკავშირებით ქვეყნის ეროვნული ბანკის ყოველწლიური საქმიანობის შეფასებისას, ინფლაციის ყოველწლიური ფაქტობრივი თუ სამი წლის მიხედვით გასაშუალოებული მაჩვენებელი უნდა შეუდარდეს „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ დოკუმენტ(ებ)ით ყოველი კონკრეტული წლისათვის განსაზღვრულ და/ან სამწლიანი პერიოდის მიხედვის გასაშუალებულ მაჩვენებლს.

მოქმედ ნორმატიულ აქტებში ზემოაღნიშნულ კითხვებზე ცალსახა პასუხების არ არსებობის მიუხედავად, შექმნილ სიტუაციაში ბოლომდე გარკვევისათვის უყაღრესად საყურადღებოდ მიგვაჩნია ქვემოთ წარმოდგენილი მონაცემების განხილვა. კერძოდ, იმ ფაქტის არსებობა, რომ 1996 წლიდან (ეროვნულ ვალუტაში შედგენილი, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ პირველი წლიური კანონის მიღებიდან), 2009 წლის ჩათვლით  განვლილი 14 წლის განმავლობაში (როდესაც „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ ყოველწლიურად მიღებულ დოკუმენტში  ინფლაციის  დონე-მაჩვენებლი ასევე ყოველწლიურად ფიქსირდებოდა*, წლური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი რვა (1998, 1999, 2000, 2002, 2005, 2006, 2007 და 2008 წლებში) შემთხვევაში (57,14%) აღემატებოდა ოთხ (1996, 1997, 2001 და 2009 წლებში) შემთხვევაში (28,57%) ჩამორჩებოდა და მხოლოდ ერთ,

 (2004 წელს 7,14%) შეესაბამებოდა საქართველოს პარლამენტის ყოველწლიური დადგენილებებით შესაბამისი წლისთვის*  განსაზღვრულ ინფლაციის მაჩვენებლს (იხ. ცხრილი 1).

ინფლაციის წლიური ფაქტობრივი და მიზნობრივი მაჩვენებლების თანხვედრის

დინამიკა 1996-2009 წლებში

ცხრილი 1

 


წლები[1]

  1996

 1997*

 1998

 1999

 2000

 2001

  2002

  2003

 2004

2005

 2006

2007

 2008

 2009

 წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებელი

  1,05 *     

  0,6*

   10,7

  10,2

 4,6

 3,4

  5,4

 4,8

  5,7

  8,2

   8,8

   11,0

   10,0

   1,7

 პარლამენტის მიერ განსაზღვრული

 წლიური ინფლაციის  მაჩვენებელი

   2 *

 1,1*

 

     6

  10

 

  4

 

  6

    5

   5

 

  5-6

 

    5

 

   5-6

 

     6

 

    8

 

    9

 

 ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის   

გადამეტება/ჩამორჩენა პარლამენტის მიერ  

   განსაზღვრულ ინფლაციიის მაჩვენებლებზე

 

  -0,5

 

    -0,5

 

    +4,7

 

  +0,2

 

  +0,6

 

 -2,6

 

 +0,4

 

  -0,2

 

  

 

  +3,2

 

  +2,8

 

  +4,0

 

   +2,0

 

  -7,3

 

 

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

აღნიშნულის პარალელურად, უაღრესად საყურადღებოა 2009 წლის შემდგომ პერიოდში, კერძოდ, 2010-დან 2020 წლის ჩათვლით განვლილ 11-წლიან ისტორიულ პერიოდში, წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის, საქართველოს პარლამენტის დაგენილებებით საშუალოვადიანი პერიდოის მიხედვით განსაზღვრულ, როგორც ყოველი კონკრეტული წლის, ასევე საშუალოვადიანი პერიოდის მიხედვით გასაშუალებულ, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლთან დამთხვევის არც ერთი, ანუ პრაქტიკულად ქვეყნის პარლამენტის დადგენილებების პერმანენტული შეუსრულებლობა (იხ. ცხრილი 2)

ინფლაციის ფაქტობრივი და მიზნობრივი პარამეტრების თანხვედრის

დინამიკა 2010-2020 წლებში

ცხრილი 2

 

წლები

 2010-12

 2011-13

 2012-14

  2013-15

  2014-16

 2015-17

 2016-18

   2017-19

2018-20

 2019-21

 2020-22

   2021-23

    წლიური ინფლაციის

 ფაქტობრივი მაჩვენებელი

  2010

    7,1

  2011

    8,5

  2012

  -0,9

  2013

   -0,5

    2014

    3,1

   2015

    4,0

 2016

   2,1

  2017

   6,0

   2018

    2,6

  2019

  4,9

  2020

   5,2

  2021

   -

    წლიური   ინფლაციის

 მიზნობივი  მაჩვენებელი

 

     6

 

      6

 

 

     6

 

  2013

    6     

 2014-6

 2015-5

   2014

    6

  2015-5

  2016-5

   2015

    5

  2016-5

  2017-4

   2016

    5

  2017-4

 2018-3

   2017

   4  

  2018-3

 2019-3

  2018

     3

 2019-3

 2020-3

  2019

    3

   2020-3

    2021-3

   2020

   3

 2021-3

 2022-3

 2021

    3

 2022-3

 2023-3

წლიური ფაქტობრივი

ინფლაციის გადახრა

ინფლაციის მიზნობრივი

მაჩვენებლისაგან

  +1,1

 

    +2,5

 

   -6,9

 

   -6,5

 

   -2,9

 

   -1,0

 

  -2,9

 

 

  +2,0     

 

 -0,4

 

 

  +1,9

 

 

 

  +2,2

  -

 

 

 

     განსაზღვრული და

გასაშუალოებული წლიური

   ინფლაციის მიზნობრივი

           მაჩვენებელი

  6+6+6=

 18 / 3 =

 

     6

  6+6+6=

1 8 / 3 =

 

    6

  6+6+6=

 18 / 3 =

 

     6

  6+6+5=

 17 / 3 =

 

   5,7

  6+5+5=

 16 / 3 =

 

    5,3

  5+5+4=

 14 / 3 =

 

    4,7

 
5+4+3=

 12 / 3 =

 

      4

 
4+3+3=

 10 / 3 =

 

     3,3

 
3+3+3=

 9 / 3 =

 

    
3


3+3+3=

 9 / 3 =

 

    
3


3+3+3=

  9 / 3 =

 

  
 
3

 
3+3+3=

 9 / 3 =

 

  
3  

ფაქტობრივი მაჩვენებლის

გადახრა მიზნობრივი

       მაჩვენებლისაგან

   +1,1

 

   +2,5

 

 

   -6,9

 

 

   -6,2

 

 

   -2,2

 

  -0,7

 

 

  -1,9

 

  +2,7

 

  -0,4

 

 

   +1,9

 

 

   +2,2

 

 

-     -

 

 

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

ამასთან ერთად, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ 2010-2021 წლებში, ასევე ვერ ხერხდებოდა საშუალოვადიანი (სამი წელი) პერიოდის მიხედვით გასაშუალებული წლიური ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების, საქართველოს პარლამენტის დაგენილებებითამავე პერიოდების მიხედვით განსაზღვრულ, როგორც ყოველი კონკრეტული წლის, ასევე საშუალოვადიანი პერიოდის მიხედვით გასაშუალებულ ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებლებთან თანხვედრის უზრუნველყოფა (იხ ცხრილი 3), შექმნილი სიტუაციის სიმძიმე კომენტარს არ საჭიროებს და განსაკუთრებულ აქტუალურობას ძენს აღნიშნულის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეულ შესწავლას.

 

 

სამწლიანი პერიოდის გასაშუალებული  წლიური ინფლაციის ფაქტობრივი და მიზნობივი  

                                     მაჩვენებლების თანხვედრის დინამიკა 2010-2020 წლებში                              

 

ცხრილი 3

 

              წლები

 

   2010

 

  2011

    2010-12

      2012

  2011-13

   2013

   2012-14

     2014

  2013-15

   2015

  2014-16

  2016

 2015-17

   2017

    2016-18

    2018

 2017-19

   2019

   2018-20

    2020

     2019-21

      2021

     ინფლაციის ფაქტობრივი  

                 მაჩვენებლი

 

 

 

    2010-7,1

    2011-8,5

    2012(-0,9)

    2012 საშ

       4,9

   2011-8,5

   2012(-0,9)

   2013(-0,5)

    2013 საშ

        2,4

    220014(-0,9)

    2015(-0,5)

    2016-3,1

    2014 საშ

       0,6

       2015(-0,5)

    2016-3,1

    2017-4,0

    2015 საშ

       2,2

   2016-3,1

   2017-4,0

   2018-2,1

   2016 საშ

       3,1

   2017-4,0

   2018-2,1

   2019-6,0

   2017 საშ

    4,03

  2016- 2,1

  2017-6,0

  2018-2,6

  2018 საშ

       3,6

 2017-6,0

 2018-2,6

 2019-4,9

    2019 საშ

         4,5

 2018-2,6

 2019-4,9

 2020-5,2

 2020 საშ

     4,2

 

 

 

 

  -

        წლიური ინფლაციის      

  მიზნობივი მაჩვენებელი

 

     6

 

      6

 

 

       6

 

   2013

      6     

 

  2014-6

  2015-5

   2014

       6

 

  2015-5

  2016-5

    2015

    5

 

   2016-5

  2017-4

    2016

     5

 

  2017-4

   2018-3

    2017

      4     

 

   2018-3

   2019-3

  2018

      3

 

 2019-3

 2020-3

     2019

        3

 

 2020-3

 2021-3

   2020

     3

 

  2021-3

   2022-3

 2021

    3

 

 2022-3

 2023-3

      წლიური ინფლაციის

    ფაქტობრივი მაჩვენებლი

      გადახრა მიზნობრივი

            მაჩვენებლისგან

 

 

-

 

 

-

 

 

     -1,1

 

 

-3,6

 

 

-5,4

 

 

-2,8

 

 

-1,9

 

 

 +0,03

 

 

+0,6

 

 

      +1,5

 

 

+1,2

 

 

-

      განსაზღვრული და

   გასაშუალოებულ წლიური

      ინფლაციის მიზნობრივი

              მაჩვენებელი

     6+6+6=

  1  8 / 3 =

 
6

    6+6+6=

  1 8 / 3 =

 
6

 
6+6+6=

  18 / 3 =

 

         6

 
 6+6+5=

  17 / 3 =

 

   5,7

 
 6+5+5=

   16 / 3 =

 

      5,3

 
 5+5+4=

  14 / 3 =

 

      4,7

 
 5+4+3=

  12 / 3 =

 

       4

 
 4+3+3=

   10 / 3 =

 
  3,3

 
 3+3+3=

  9 / 3 =

 

     3

 
 3+3+3=

    9 / 3 =

 

       3

 
 3+3+3=

  9 / 3 =

 

      3

    3+3+3=

     9 / 3 =

 

    3

 გასაშუალებული წლიური   

  ინფლაციის ფაქტობრივი    

    მაჩვენებლის გადახრა

      საშუალოვადიანი    

    ინფლაციისმიზნორივი  

          მაჩვენებლისაგან

 

 

 

 

 

    -

 

 

 

 

 

     -

 

 

 

 

 

    -1,1

 

 

 

 

 

    -3,3

 

 

 

 

 

   -4,7

 

 

 

 

 

   -2,5

 

 

 

 

 

  -0,9

 

 

 

 

 

   +1,0

 

 

 

 

 

  +0,6

 

 

 

 

 

       +1,5

 

 

 

 

 

   +1,2

 

 

 

 

 

    -

 

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

 

საქმე ისაა, რომ ცხრილებში დაფიქსირებულ მონაცემების თამახმად, 1996-დან 2021 წლამდე განვლილ 25-წლიან პერიოდში მხოლოდ ერთხელ -2004 წელს იქნა უზრუნველყოფილი ქვეყანაში არსებული ინფლაციის ფაქტობრივი (როგორც ყოველი კონკრეტული წლის, ასევე სამწლიანი პერიოდის მიხედვით გასაშუალოებული) მაჩვენებლის საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ (როგორც ყოველი კონკრეტული წლის, ასევე სამწლიანი პერიოდის მიხედვით გასაშუალებულ) პარამეტრებთან შესაბამისობა, რაც სრულიად ლოგიკურად ბადებს კითხვას ამ დარვევებზე უფლებამისილი სახელმწიფო სტრუქტურ(ებ)ის რეაგირების ხასიათის და აქედან გამომდინარე, აღნიშნული სფეროს მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის მდგომარეობის შესახებ.

ზემოაღნიშნულ კითხვაზე სრულფასოვანი პასუხისათვის, ჩვენი აზრით, უაღრესად საყურადღებოა ეროვნული ბანკის საქმიანობაზე კონტროლის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ანალიზი. კერძოდ კი, ის გარემოება, რომ ჯერ კიდევ 1991 წლის 2 აგვისტოს, «საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეროვნულ ბანკს, ყოველი წლის არა უგვიანეს 1 აპრილისა, გაწეული საქმიანობის ანგარიშის საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოსათვის დასამტკიცებლად წარდგენა ევალებოდა.   

ეროვნული ბანკის საქმიანობაზე კონტროლის თვალსაზრისით, წინ გადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 1995 წლის 23 ივნისის “საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონის”, 28-ე მუხლის იმ დებულებების ამოქმედება, რომლებიც ქვეყნის ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ფასების სტაბილურობის (ანუ ინფლაციის მართვის) ამოცანებთან შეუსაბამოდ მიჩნევის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტს, ფულად-საკრედიტო პოლიტიკაში ცვლილებების შეტანის ინიცირების უფლება ანიჭებდა, ხოლო ეროვნული ბანკის მიერ ამ გადაწყვეტილებასთან არ დათანხმების შემთხვევაში, კანონი ბანკის გამგეობის ვადამდე გადარჩევის საკითხის ავტომატურ ამოქმედებას ითვალისწინებდა.

ინფლაციურ პროცესებზე პასუხისმგებლობის დატვირთვის მატარებელი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმები კიდევ უფრო დაიხვეწა, 1995 წლის 23 ივნისის “საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონში”, 1996 წლის 28 მაისს შეტანილმა შესწორებებმა. კერძოდ, კანონის 69-ე მუხლის მე-3 პუნქტის დებულებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს, ყოველი საფინანსო წლის დამთავრებიდან არა უგვიანეს სამი თვისა, განხორციელებული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ანგარიშის საქართველოს პარლამენტისათვის დასამტკიცებლად წარდგენის ვალდებულება დაუწესა.

ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმების მეშვეობით ინფლაციაზე საპარლამენტო კონტროლის გააქტიურებამ, მართალია, მნიშვნელოვნი იმპულსი მისცა ინფლაციის მართვა-რეგულიურების პროცესის ეფექტიანობას, მაგრამ ბოლომდე ვერ უზრუნვეყო მასზე ჯეროვანი კონტროლი, რადგან ამავე 69-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ეროვნული ბანკის ანგარიშის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტისათვის, მხოლოდ ბანკის საქმიანობის გაუმჯობესების, (გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის) რეკომენდაციების შემუშავების უფლებამოსილებას ითვალისწინებდა და არ განსაზღვრავდა აღნიშნული რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევებში დამნაშავეთა პასუხისმგებლობის საკითხს.

ინფლაციური პროცესების მართვა-რეგულირების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვან დოკუმენტად უნდა მივიჩნიოთ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს, ორგანულ კანონის 2008 წლის 14 მარტის შესწორებების 621-ე და 63-ე მუხლების ის დებულებები, რაც «ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები»-ს დოკუმენტის კონკრეტული კრიტერიუმების მიხედვით შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის ანგარიშვალდებულებისა და ბანკის პრეზიდენტის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხებს არეგულირებდა.

ინფლაციის მართვის თვალსაზრისით ქვეყანაში  შექმნილი მდგომარეობა მნიშვნელოვნად შეცვალა “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” 2009 წლის 24 სექტემბრის რიგით მესამე კანონის ამოქმედებამ. საქმე ისაა, რომ აღნიშნული დოკუმენტის როგორც პირველად, ისევე სადღეისოდ მოქმედ რედაქციებში, პრაქტიკულად აღარ ფიქსირდება, ინფლაციის წლიური ფაქტობრივი მაჩვენებლის, საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრულ მაჩვენებელთან შეუსაბამობის (გადამეტების ან ვერ მიღწევის) შემთხვევებში, ეროვნული ბანკის (მისი პრეზიდენტის) ანგარიშვალდებულების, თუნდაც წინამორბედ საკანონმდებლო აქტებში არსებული დებულებები.

ქვეყანაში ინფლაციური პროცესების მარეგულირებელ, პრაკტიკულად ერთადერთ მოქმედ საკანონმდებლო ნორმად გვევლინება „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-6  პუნქტის ის დებულება, რომლის თანახმად, „ყოველწლიურად, საფინანსო წლის დამთავრებიდან არაუგვიანეს 4 თვისა, ეროვნული ბანკი საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ. ეროვნული ბანკი წლიურ ანგარიშში ასახავს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონთან და ეროვნული ბანკის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს წარდგენილ ანგარიშს.”

 ინფლაციური პროცესების მართვა-რეგულირების დატვირთვის მატარებელი, ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმის აშკარად არასაკმარისი ხასიათის პარალელურად, მის არსებით ნაკლოვანებად, ასევე, უნდა მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ არსებული ფორმულირება ქვეყნის პარლამენტს, ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის დამტკიცებას, პრაქტიკულად ყოველგვარი განხილვის გარეშე, ავალდებულებს, რაც უმართებულოდ მიგვაჩნია, თუნდაც იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ 1991 წლიდან 2009 წლის 24 სექტემბრამდე, ანუ სადღეისოდ მოქმედი საკანონმდებლო აქტის მიღებამდე, ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელი ყველა კანონი, ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ პარამეტრთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვას ითვალისწინებდა.

ინფლაციური პროცესების მართვის და აღნიშნულ პროცესზე კონტროლის თვალსაზრისით, ქვეყნის საკანონმდებლო აქტებში არსებული ნაკლოვანებების ლოგიკურ შედეგად უნდა მივიჩნიოთ, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის განხორციელების შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური ანგარიშ(ებ)ის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს პარლამენტის, ასევე ყოველწლიურ დადგენილებებში (ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების ქვეყნის პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრილ სიდიდეებთან წლების განმავლობაში არ დამთხვევის მიუხედავად), ერთი და იმავე ფრაზით: „დამტკიცდეს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ ანგარიში“ შეფასება.

 

მოკლევადიან პერსპექტივაში ქვეყნის მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრების  საპროგნოზო დინამიკა და ინფლაციური მოლოდინი 

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად, თუ მხედველობაში მივიღებთ ქვეყანაში ინფლაციის მაპროვოცირებელი უმნიშვნელოვანესი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების  როგორც არსებული, ასევე საპროგონოზო პარამეტრების დინამიკის ამსახველ ცხრილი 4-ით წარმოდგენილ მონაცემებს, ინფლაციური რისკების საშიშროება მტკიცებას არ საჭიროებს.

საქმე ისაა, რომ 2016-19 წლებში მშპ-ის ფაქტობრივი ოდენობის 5,4 მლრდ ლარით, ანუ 15,5%-ით ზრდის პირობებში, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი სალდო-საბიუჯეტო დეფიციტის დიდად მაღალი ტემპით-842 მლრდ ლარით, ანუ 164,8%-ით ზრდის (იხ, ცხრილი 4), შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტის ხარჯზე მიმოქცევის არხებში მოხვედრილი, ინფლაციური დატვირთვის მატარებელი, რეალურად დაუსაქონლებელი ფულის მასის ზრდით განპირობებულ არასასურველ ინფლაციურ მოლოდინს, კიდევ უფრო ამძიმებს ამავე ცხრილით წარმოდგენილი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური პარამეტრების საპროგნოზო მაჩვენებლების სავარაუდო დინამიკა. კერძოდ, 2024 წლისათვის მშპ-ის საპროგნოზო სიდიდის, 2019 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელთან შედარებით, მხოლოდ 6,6 მლრდ ლარით, ანუ 16,8%-ით სავარაუდო ზრდის პირობებში, ამავე პერიოდის საბიუჯეტო დეფიციტის დიდად მაღალი ტემპით -293 მლრდ ლარით, 21,7%-ით ზრდის მეტად არასაურველი პროგნოზის  არსებობა.

სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე, ინფლაციური დატვირთვის მატარებელი მნიშვნელოვნად გაზრდილი ფულის მასის სავარაუდო ზრდით განპირობებულ ინფლაციურ მოლოდინს, მნიშვნელოვნად ამძიმებს, უცხოური ვალუტის (ძირითადად აშშ დოლარი, ევრო) გაცვლითი კურსის გაუარესების მაპროვოცირებელი და აქედან გამომდინარე, ჩვენს რეალობაში სამომხმარებლო საქონელის დიდ ნაწილზე ფასების გარდაუვალი ზრდის გამომწვევი მონაცემები, (იხ. ცხრილი 4)

 

 

 

 

 

ინფლაციის/დეფლაციის მაპროვოცირებელი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური

პარამეტრების დინამიკა

  ცხრილი 4

 

2010

2011

2012

2013

2014

2015

2016

2017

2018

2019

2020

2021

2022

2023

2024

    მშპ-ის  (მლრდ  ლარი)

 

  ზრდა/კლება 2016 =100%

 ზრდა/კლება 2019 =100% [2]

11,7

 

-

-

12,5

 

-

    -

13,4

 

-

13,8

  

   -

14,4

 

-

-

14,9

 

-

-

    34,9[1]

 

100,0

-

 36,6[1]

 

104,9

-

    38,4[1]

 

110,0

-

    40,3[1]

 

115,5

100,0

 38,3[1]

 

109,7

95,0

    39,9[1]

 

114,3

99,0

    42,2[1]

 

120,9

104,7

    44,6[1]

 

127,8

110,7

    46,9[1]

 

134,4     116 ,8

  ნაერთი ბიუჯეტის მთლიან

  სალდო (დეფ. მლრდ ლარი)

 

 

 

   პროცენტულად მპ-თან

 

 -0,938

 100,0

-

-

 

-4,5

 

 -0,211

  22,5

-

-

 

-0,9

 

 -0,155

  16,5

-

-

 

-0,6

 

 -0,301

  32,1

-

-

 

-1,1

 

 -0,580

   61,8

-

-

 

-2,0

 

 -0,373

   39,8

-

-

 

-1,2

 

 -0,511

  54,5

  100,0

-

 

-1,4

 

 -0,358

  38,2

  70,1

-

 

 -0.9

 

 -0,325

  34,6

  63,6

-

 

-0,7

 

 -1,353

 144,2

  264,8

 100,0

 

-2,7

 

 -4,200

  447,8

  821,9

  310,4

 

-8,5

 

 -3,991

  425,5

  781,0

  295,0

 

-7,5

 

 -2,399

  255,8

  469,5

  177,3

 

-4,1

 

 -1,813

  193,3

  354,8

  134,0

 

-2,9

 

 -1,646

 175,5

 322,1

 121,7

 

-2,4

  ნაერთი ბიუჯეტის საგარეო   

  ვალდებ. დაფ.(მლრდ ლარი)

 

 

 

    პროცენტულად მპ-თან

 0,123

 

 100,0

-

-

 

0,6

 0,827

 

672,4

-

-

 

 3,4

  0,95

 

772,4

-

-

 

0,4

 0,454

 

 369,1

-

-

 

1,7

 0,503

 

 408,9

-

-

 

1,7

 0,370

 

 300,8

-

   -

 

1,2

 0,333

 

 270,7

 100,0

-

 

0,9

 0,454

 

 369,1

136,3

-

 

1,1

 0,716

 

 582,1

215,0

-

 

1,6

 0,917

 

 745,5

 275,4

100,0

 

1,9

 0,906

 

 736,6

 272,1

 98,8

 

 1,8

 2,764

 

 2247,2

 830,0

 301,4

 

5,2

 1,067

 

 867,5

 320,4

116,4

 

1,8

 1,116

 

 907,3

 335,1

121,7

 

1,8

 1,174

 

 954,5

 352,6

128,0

 

1,7

    ექსპორტი (მლრდ ლარი)

     იმპორტი (--„--)

  ექსპორტ-იმპორტისსალდო (მლრდ ლარი)

 

   7,3

  10,9

 -3,6

 

 100,0

-

-

   8,8

  13,3

 -4,5

 

 125,0

 -

 -

 10,0

 15,1

 -5,1

 

  141,7

-

-

  12,0

 15,5

 -3,5

 

  97,2

-

-

 12,5

17,8

-5,3

 

 155,6

-

-

 14,0

 19,8

  -5,8

 

 147,2

-

-

 14,6

 20,1

 -5,5

 

 152,8

100,0

-

 19,0

  23,5

 -4,5

 

 125,0

 81,8

-

 22,5

  27,3

 -4,8

 

 133,3

 87,3

-

  26,9

  31,3

  -4,4

 

 122,2

  80,0

 100,0

  17,9

  24,2

  -6,3

 

 175,0

 114,5

  143,2

 20,7

  26,8

  -6,1

 

 169,4

 110,9

 138,6

  24,5

  30,3

  -5,8

 

  161,1

 105,5

  131,8

  28,9

  35,6

  -6,7

 

  186,1

 121,8

 152,3

 33,7

 41,0

 -7,3

 

 202,8

 132,7

 165,9

ინვესტიციები (მლრდ ლარი)

 

 6,0

 100,0

  -

  -

  8,2

  136,7

-

-

  9,5

 158,3

-

-

  8,0

 133,3

-

-

  10,1

 168,3

-

-

  12,0

 200,0

-

-

  11,7

 195,0

 100,0

-

  11,1

 185,0

 94,9

-

  12,5

 208,3

 106,8

-

  12,5

 208,3

 106,8

 100,0

  13,1

 218,3

 112,0

104,8

  12,7

  211,7

 108,5

 101,6

  14,3

 238,3

 122,2

 109,2

 15,5

 258,3

 132,5

 114,4

 17,3

 288,3

 147,9

138,4

 საგარეოვალის მომსახურება პროცენტულად ექსპორტთან

 

 

  3,5

100,0

-

-

 

 11,4

 325,7

-

-

 

 2,3

  65,7

-

-

 

  4,9

 140,0

-

-

 

  5,1

 145,7

-

-

 

  3,9

111,4

-

-

 

  3,6

102,9

100,0

-

 

  3,6

102,9

100,0

-

 

  4,4

 125,7

 122,2

 -

 

  4,6

 131,4

 127,7

 100,0

 

  7,2

 205,7

 200,0

 156,5

 

 15,2

 434,3

 422,2

 330,4

 

   5,8

 165,7

 161,1

 126,1

 

  5,0

 142,9

 138,8

 108,7

 

    -

    -

    -

    -

 

წყარ: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი.

 

კერძოდ, 2019-2024 წლებში ქვეყნის ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ოდენობის განმსაზღვერელი  იმ მაკროეკონომიკური პარამეტრების საპროგნოზო დინამიკა, რომელსაც განაპირობებს 2024 წლისათვის უცხოური ინვესტიციების (ქვეყანაში ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი ძირითადი წაყარო) საპროგნოზო პარამეტრის, 2019 წლის ფაქტობრივ მაჩვენებლებთან შედარებით მხოლოდ 38,4%-ით ზრდის პირობებში, ამავე პერიოდის ექსპორტ-იმპორტის უარყოფითი სალდოს (ქვეყნიდან ვალუტის გადინების წყარო) საპროგნოზო მაჩვენებლის ბევრად მაღალი- 65,9%-ით ზრდის არასასურველი პროგნოზის არსებობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის პარალელურად, ფულის რაოდენობრივი თეორიის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპის თანახმად-„ ..., ფულის რაოდენობა განსაზღვრავს ფასების დონეს, ხოლო ფულის რაოდენობის ზრდის ტემპი-ინფლაციის დონეს”, აბსოლუტურად ცხადია ინფლაციური პროცესების გააქტიურების თვალსაზრისით არსებული მონაცემების სიმძიმე (იხ. ცხრილი 5).

კერძოდ, 2024 წლისათვის, 2016 წლის ფაქტობრივ მაჩვენებელთან შედარებით, ქვეყნის მშპ-ის საპროგნოზო პარამეტრის მხოლოდ 12 მლრდ ლარით, ანუ 34,4%-ით ზრდის პირობებში, ამავე პერიოდის ფართო ფულის-M2-ის საპროგნოზო მოცულობის დიდად წინმსწრები ტემპით -16,1 მლრდ ლარით, 247,7%-ით ზრდის საპროგნოზო პარამეტრისა და აღნიშნულის შედეგად, ფართო ფული-M2-ის საპროგნოზო მოცულობის მშპ-ის მოცულობასთან თანაფარდობის მეტად შთამბეჭდავი -83,1%-ით ზრდის მოლოდინის არსებობა.

  

საქართველოშიფასების ფაქტობრივიდა საპროგნოზო  სიდიდისდინამიკა            

 

ცხრილი 5

 

   2010

  2011

 2012

 2013

 2014

 2015

 2016

 2017

 2018

 2019

 2020 [3]

 2021

 2022

 2023

 2024

ფაქტობრივი

 მოსალ

                  პროგნოზი

  მშპ  ( Q )(მლრდარი)[4]

 

  11,7

     -

    -

  12,5

    -

   -

  13,4

   -

   -

  13,8

    -

    -

   14,4

    -

    -

  14,9

    -

    -

  34,9

  100,0

     -

  36,6

  104,9

      -

  38,4

  110,0

     -

 40,3

 115,5

    -

 38,3[4]

 109,7

 100,0

  39,9

 114,3

  99,0

  42,2*

  120,9

  104,7

  44,6*

  127,8

  110,7

 46,9*

 134,4

 116,8

  ფართო ფული M2(მლრდ

         არი)

 

 

 

  ფართო ფული M2 %-ად:  

   ნომინალურ მშპ-თან

 

 

   

    3,0

  100,0

      -

      -

 

     -

     -

     -

 

   3,8

 126,7

    -

    -

 

    -

    -

    -

 

   4,1

  136,7

    -

   -

 

    -

     -

    -

 

   5,4

  180,0

    -

     -

 

    -

    -

    -

 

   5,9

 196,7

    -

    -

 

    -

    -

    -

 

   5,8

  193,3

    -

    -

 

    -

     -

   -

 

  6,5

  216,7

 100,0

   -

 

  18,2

 100,0

   -

 

   8,4

 280,0

  129,2

     -

 

  20,7

  113,7

    -

 

   9,8

 326,7

  150,8

     -

 

   21,9

  120,0

      -

 

  11,6

386,7

 178,5

   -

 

  23,5

 129,1

   -

 

  12,3

  410,0

   189,2

  100,0

 

  24,8

   136,3

  100,0

 

 14,1*

 470,0

 216,9

114,6

 

  26,4

  145,1

 106,5

 

 16,6*

 553,3

 255,4

 135,0

 

 28,5

 156,6

 114,9

 

 19,4*

 646,7

 298,5

 157,7

 

  30,7

 168,7

 123,8

 

 22,6*

 753,3

 347,7

 183,7

 

 33,0

 181,3

 133,1

    ფართო ფული M2 -ის

  მიმოქცევის სიჩქარე  (V)

 

 

 

    7,0

  100,0

      -

       -

 

   6,4

  91,4

    -

    -

 

  6,43

  91,9

     -

     -

 

  4,95

  70,7

     -

     -

 

  4,93

  70,4

    -

    -

 

  5,51

  78,7

    -

    - 

 

  5,51

  78,7

 100,0

-

 

  4,84

   69,1

  87,8

-

 

  4,56

  65,1

  82,8

-

 

  4,25

 60,7

 77,1

-

 

  4,02

 57,4

  73,0

  100,0

 

   3,79

  54,1

  68,8

  94,3

 

  3,51

  50,1

  63,7

  87,3

 

  3,25

  46,4

 59,0

  75,1

 

  3,03

  43,3

  55,0

  75,4

 

         P = M 2  x V / Q  [5]

 

         ფასების დონე (P)

  ზრდა/კლება 2016 =100%

      -

      -

      -

      -

    -

    -

    -

    -

    -

    -

    -

    -

    -

    -

    -

     -

     -

     -

     -

    -

    -

    -

    -

    -

   -

    -

    -

    -

    -

    -

  6,5 x

 5,51 /

 34,9 =

 1,03

 100,0

  8,4 x

 4,84 /

  36,6 =

 1,11

 107,8

  9,8 x

  4,56 /

 38,4 =

 1,16

  112,6

11,6 x

 4,25 /

 40,3 =

1,22

118,4

 12,3 x

  4,02 /

 38,3 =

 1,29

  125,0

 14,1 x

  3,79 /

  39,9 =

1,34

130,1

 16,6 x

  3,51 /

  42,2=

 1,38

 134,0

 19,4 x

  3,25 /

 44,6=

 1,41

 136,9

 46,9 x

 3,03/

 46,9=

 3,03

 294,2

წყარ: საქსტატი; საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი

ინფლაციური რისკების ზემოაღნიშნულ მოლოდინს კიდევ უფრო ამძიმებს ფულის რაოდენობრივი თეორიის ირვინ ფიშერის განტოლების საფუძველზე გაანგარიშებული და ცხრილი 5-ით წარმოდგენილი მონაცემები, რომლის თანახმად, 2024 წლისათვის ქვეყანაში ფასების დონის საპროგნოზო მაჩვენებელის ზრდა, 2016 წლის მის ფაქტობრივ სიდიდესთან შედარებით, 194,2%-ით არის ნავარაუდევი.

ყოველივე ზემოაღნიშნული, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის იმ მოსაზრების არსებობის მიუხედავად, რომლის თანახმადაც ფულის რაოდენობრივი თეორია: -„მართებულია მხოლოდ გრძელვადიან და/ან ძალიან მაღალი ინფლაციის პერიოდში”, (კ.გვენეტაძე: ფულის მასაზე გამადიდებელი შუშით დაკვირვება,...), უახლოესი მომავლისათვის ქვეყანაში ინფლაციური პროცესების გააქტიურება სრულიად რეალურ საშიშროებად, ხოლო მისი პრევენციისათვის სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობის გააქტიურება, უაღრესად აქტუალურ საკითხად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

დასკვნა

 

ინფლაციური პროცესების მართვა-რეგულირების თვალსაზირისით საქართველოში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, უღრესად საყურადღებოა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის იმ ორი უმნიშვნელოვანესი პრინციპის აღდგენა-გამოყენებით სრულყოფა, რასაც ითვალისწინებდა “ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის, 2008 წლის 14 მარტის მეტად ხანმოკლე პერიოდის (2009 წლის 24 სექტემბრამდე) მანძილზე მოქმედი შესწორება, რომლის თანახმად, ინფლაციის მაჩვენებელი არა მიზნობრივ, არამედ «მაქსიმალურ»-ზღვრულ პარამეტრად მიიჩნეოდა, ხოლო მასზე (ინფლაციის მაჩვენებელზე) პასუხისმგებლობა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობრივი უფლებამისილების საკითხს წარმოადგენდა.

აღნიშნულის პარალელურად, ინფლაციის ეკონომიკური არსის ნორმატიულ აქტებში ადეკვატური ასახვის, ეროვნული ბანკის საქმიანობის ცალსახა და ობიექტური კრიტერიუმით შეფასებისა და რიგი სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ეროვნული ბანკის საქმიანობის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებში გამოყენებული ტერმინი-«ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი», ჩანაცვლებული იქნეს ტემინით-„ინფლაციის ზღვრული მაჩვენებელი“;

-ინფლაციური პროცესების ეფექტიანი მართვისათვის აუცილებელი ოპერეტიულობის (არა სამწლიანი პერიოდის მიხედვით გაჭიანურებული) და ბანკის საქმიანობაზე ქმედითი საპარლამენტო კონტროლის უზრუნველფისათვის, ინფლაციის შეფასების სადღეისოდ დამკვიდრებული, საკმაოდ ბუნდოვანი კრიტერიუმი-„საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლი“, შეცვლილ იქნეს, ფაქტობრივი ინფლაციის წლიური მაჩვენებლის, ამავე წლისათვის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრულ ინფლაციის მაჩვენებელზე გადამეტების კრიტერიუმით;

-საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით მიღებულ-„ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დოკუმენში“ დაფიქსირებული ინფლაციის კონკრეტული წლის მაჩვენებელზე, წლიური  ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლის გადამეტების შემთხვევაში, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში შეტანილ ცვილებებზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებად (ვალდებულებად) განისაზრვროს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა.

 

ლიტერატურა:

  • Campbell R. McConnell, Stanley L. Brue, Sean M. Flynn (2015).  ECONOMICS PRINCIPLES, PROBLEMS, and POLICIES - Twentieth edition Published by McGraw-Hill Education, 2 Penn Plaza, New York, NY 10121. Copyright © 2015 by McGraw-Hill pp. 600
  • მენქიუ გ.  (2000). „ეკონომიკის პრინციპები“,  გამომცემლობა «დიოგენე» გვ. 809., გვ. 814.
  • „ფინანსური სტაბილურობის ანგარიში 2020“ საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველო, თბილისი, გვ. 18. https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/finstability/2020/finstability_2020_geo.pdf  (ბოლო ნახვა 23.06.2021).
  • ორუელი ჯ. , «1984».(2017). გამომცემლობა პალიტრა L , თბილისი, 2017, გვ. 351.
  • «ინფლაციის თარგეთირება» საქართველოს ეროვნული ბანკი https://www.nbg.gov.ge/index.php?m=538   (ბოლო ნახვა 23.06.2021).
  • «საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის შესახებ» საქართველოს რესპუბლიკის კანონი, 1991 წლის 2 აგვისტო) (პირველი მუხლის მე-3 პუნქტი).
  • «საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი» საქართველოს რესპუბლიკის კანონი, 1995 წლის 23 ივნისი. (მე-2 მუხლის პირველი პუნქტი).
  • “საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული ბანკის კანონი”-ში ცვლილებებისა და დამატებების თაობაზე” საქართველოს კანონი 1996 წლის 28 მაისი (მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი, 69-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები).
  • „ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონი 2008 წლის 14 მარტი (11 მუხლის “ბ”; “ძ’ და “წ” ქვეპუნქტები, მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, 621-ე და 63-ე მუხლები).
  • “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი 2009 წლის 24 სექტემბერი.
  • „მიზნობრივი მაჩვენებელი“ საქართველოს ეროვნული ბანკი. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=555(ბოლო ნახვა 25.06.2021).
  • * Fisher’s Quantity Theory of Money: Equation, Example, Assumptions and Criticisms Article Shared by Suman K გვ. 2. https://www.economicsdiscussion.net/money/quantity-theory-of-money/fishers-quantity-theory-of-money-equation-example-assumptions-and-criticisms/31214.
  • კ.გვენეტაძე (2018). ფულის მასაზე გამადიდებელი შუშით დაკვირვება, დაბალი ინფლაციის პირობებში შეცდომაში შეგვიყვანსhttp://gbc.ge/index.php?m=homeHYPERLINK "http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=98446&lang=geo"&HYPERLINK "http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=98446&lang=geo"newsid=98446HYPERLINK "http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=98446&lang=geo"&HYPERLINK "http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=98446&lang=geo"lang=geo.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის „ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ“ საქართველოს   პარლამენტის 1996-2021 წლების დადგენილებები.
  • საქართველოს ეროვნული ბანკის 1998-2020  წლების  წლიური ანგარიშებიდან

 https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/annualreport/2010/annual_2010_web.pdf0

 

References:

  • Campbell R. McConnell, Stanley L. Brue, Sean M. Flynn (2015). ECONOMICS PRINCIPLES, PROBLEMS, and POLICIES - Twentieth edition Published by McGraw-Hill Education, 2 Penn Plaza, New York, NY 10121. Copyright © 2015 by McGraw-Hill pp. 600.
  • Mankiw G. (2000). „ekonomikis printsipebi“  ["Principles of Economics", C 2000 Publishing House "Diogene" pp. 809.,  pp. 814.] in Georgian
  • „pinansuri stabilurobis angarishi 2020“. [Financial Stability Report 2020 National Bank of Georgia Georgia, Tbilisi, pp. 18.] in Georgian https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/finstability/2020/finstability_2020_geo.pdf (last viewed 23.06.2021).
  • Orwell J. «1984». (2017). Publishing House “Palitra L”. Tbilisi, 2017, p. 351.  in Georgian
  •  “Inplatsiis targetireba” ["Inflation Targeting" National Bank of Georgia. https://www.nbg.gov.ge/index.php?m=538 (last viewed 23.06.2021)]. in Georgian
  • Sakartvelos respublikis erovnuli bankis shesakheb - sakartvelos respublikis kanoni(1991). [Law of the republic of Georgia on the National Bank of the Republic of Georgia, August 2, 1991 (Article 3, paragraph 3)]. in Georgian
  • Sakartvelos respublikis erovnuli bankis kanoni sakartvelos respublikis kanoni (1995). [Law of the National Bank of the Republic of Georgia Law of the Republic of Georgia, June 23, 1995. (Article 2, first paragraph)] in Georgian

Sakartvelos respublikis erovnuli bankis kanoni-shi tsvlilebebisa da damatebebis taobaze” sakartvelos kanoni (1996). [The Law of Georgia on Amendments and Addenda to the Law of the National Bank of the Republic of Georgia, May 28, 1996 (Article 2, Paragraph 2, Article 69, Paragraphs 1, 2, 3 and 4).] in Georgian

  • „Erovnuli bankis shesakheb“ sakartvelos organul kanonshi tsvlilebebis shetanis taobaze sakartvelos organuli kanoni (2008). [The Law of Georgia on Amendments to the Organic Law of Georgia on the National Bank of Georgia March 14, 2008 (Article 11 (b); subparagraphs (d) and (c), Article 4, paragraphs 3 and 4, Article 621 And Articles 63).] in Georgian
  •  “Sakartvelos erovnuli bankis shesakheb” sakartvelos organuli kanoni (2009).[Organic Law of Georgia on the National Bank of Georgia, September 24, 2009.] in Georgian
  •  „Miznobrivi machvenebeli“ ["Target" National Bank of Georgia.] https://www.nbg.gov.ge/index.php?m=555 (last viewed 25.06.2021)] in Georgian
  • * Fisher’s Quantity Theory of Money: Equation, Example, Assumptions and Criticisms Article Shared by Suman K p. 2. https://www.economicsdiscussion.net/money/quantity-theory-of-money/fishers-quantity-theory-of-money-equation-example-assumptions-and-criticisms/31214.
  • K. Gvenetadze (2018) pulis masaze gamadidebeli shushit dakvirveba, dabali inplatsiis pirobebshi shetsdomashi shegviqvans. [Observing the Money Supply through a Magnifying Glass will Mislead us in the Conditions of low Inflation] in Georgian http://gbc.ge/index.php?m=home&newsid=98446&lang=geo.
  • Sakartvelos erovnuli bankis „pulad-sakredito da savaluto politikis dziritadi mimartulebebis shesakheb“(1996-2021). [Resolutions of the Parliament of Georgia "On the Main Directions of Monetary and Foreign Exchange Policy" of the Parliament of Georgia for 1996-2021.] in Georgian
  • Sakartvelos erovnuli bankis 1998-2020 tslebis tsliuri angarishebidan. [From the Annual Reports of the National Bank of Georgia for 1998-2020.] in Georgian

 https://www.nbg.gov.ge/uploads/publications/annualreport/2010/annual_2010_web.pdf0



გამონაკლისსწარმოადგენდა 1996-97 წლები, როდესაცსაქართველოსპარლამენტისდადგენილებაშიინფლაციისმაჩვენებელი საშუალოთვიურიპარამეტრისსახითფიქსირდებოდა